LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვილმა მითხრა, საღამოს გარეთ მარტო ნუ გახვალო.. მხოლოდ ამ სიტყვების გამო არ გაპატიებთ ძალადობის წაახალისებას – სამნიძე კობახიძეს

1914
BeFunky-collage (11)

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ძმები ბერძენიშვილები ქართულ იდენტობას ებრძვიან.

სამნიძის თქმით, ეკონომიკური პრობლემები, უმუშევრობა, სიღარიბე, ხალხის წასვლა ქვეყნიდან, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ოკუპაცია, პოლარიზაცია – ის საკითხებია, რაზეც მმართველი პარტიის თავმჯდომარე უნდა საუბრობდეს და საზოგადოებას გამოსავალს სთავაზობდეს, ამის ნაცვლად კი მისგან ძალადობის წახალისება ისმის.

ირაკლი კობახიძე: ძმებ ბერძენიშვილებს აქვთ გამორჩეული ზიზღი ქართველი ხალხისა და ქვეყნის მიმართ

„თურმე ახლა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უნდა ისაუბროს ეროვნულ იდენტობაზე… სინამდვილეში, ერეკლე მეფის კრიტიკა კი არ არის მისთვის პრობლემა, „ქართული ოცნების“ მეფე, მთავარი პატრონი, ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი რომ გააკრიტიკა ლევან ბერძენიშვილმა, ეს არის პრობლემა. ფრთხილად, ბატონო ირაკლი! კომუნისტური პერიოდიდან მესმის ეს ტექსტები ბერძენიშვილებთან დაკავშირებით, მაგრამ ვერცერთმა შეძლო იმის მიღწევა, რისი მიღწევაც გინდათ თქვენ. თქვენ გინდათ, რეალური პრობლემებისგან ყურადღება გადაიტანოთ.

ვაშაძე: კობახიძემ დაიწყო ბინძური ფსევდო პატრიოტიზმი.. გსურთ შექმნათ ყველა არგუმენტი, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მისცენ

იდენტობას და ამ ქვეყნის მომავალს ებრძვით თქვენ, როდესაც რეალურ პრობლემებზე არ ლაპარაკობთ და ცდილობთ, საზოგადოება კიდევ უფრო დააპირისპიროთ ერთმანეთს არაფრის გამო, ფსევდოპატრიოტიზმის გამო, ძალადობა რომ არის მთავარი დნმ თქვენს პარტიაში, ამის გამო. მაგრამ ამის საშუალებას არ მოგცემთ ეს საზოგადოება. გუშინ პირველად მითხრა ჩემმა შვილმა, საღამოს გარეთ მარტო ნუ გახვალო. ამ სიტყვების გამო არ გაპატიებთ არცერთ შემთხვევაში, როდესაც მოძალადეებს წაახალისებთ და მოუწოდებთ ძალადობისკენ. არავის შეგვეშინდება მარტო სიარული ამ ქვეყანაში. ამას მემუქრებოდნენ გუშინ სწორედ ისინი, ვინც თქვენ წაახალისეთ, რომ ვერ გაივლით ამ ქალაქში მარტოო.

ფრთხილად, ბატონო ირაკლი! — ასეთი მეთოდებით იბრძოდნენ ყველა ხელისუფლების დროს და არ შეიძლება, ქვეყანაში, სადაც ასეთი სიღრმე აქვს პოლარიზაციას, არ შეიძლება მოუწოდოთ ადამიანს, თავს დაესხას სხვა ადამიანს განსხვავებული პოზიციის გამო. ქვეყნის ინტერესებს აზიანებთ თქვენ არაფრის კეთებით, ძალადობის მოწოდებით და თავდასხმებით ევროპელ პარტნიორებზე.“– განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

სამადაშვილი: ვინც დათო ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეს თავს დაესხა კოლექტიური კობახიძეა, გეყოფათ სიცრუე!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g