LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვილმა უხანიდან დაბრუნებული გაჭაღარავებული ექიმი მამა ვერ იცნო

316
1200x800

ჩინელმა მედიკოსმა ორი თვე კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში გაატარა და ოჯახს მხოლოდ სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ დაუბრუნდა.

39 წლის ვონგ ბენხუმ სახლი 4 თებერვალს შავი თმით დატოვა და უკან მთლიანად გაჭაღარავებული დაბრუნდა.

ოჯახში მისულმა პირველი რაც გააკეთა, თავის პატარა ქალიშვილს უხმო, რაზეც პასუხად: „ვინ ბრძანდებით?“ მიიღო.

გოგონას რამდენიმე წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ თეთრ თმიან მამაკაცში მამა ამოეცნო და ჩასახუტებლად მისკენ გაქცეულიყო. უხერხული სცენა რამდენიმე წუთი გრძელდებოდა და მთელი ოჯახისთვის მძიმე გადასატანი იყო.

როგორც ექიმი აღნიშნავს, COVID-19–თან ბრძოლას იმხელა ენერგია დასჭირდა და იმდენად სტრესული იყო, რომ ორ თვეში მისი თმა სულ გათეთრდა.

მედიკოსი ცენტრალურ საავადმყოფოში მუშაობდა და 21 პაციენტის სიცოცხლე ებარა. საბედნიეროდ, მათმა უმრავლესობამ გამოჯანმრთელება და სახლებში დაბრუნება შეძლო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g