კოლორადოში გამართული Series Fest-ის ფარგლებში გამოსვლის დროს, ავსტრალიელმა მომღერალმა სიამ მოულოდნელად სახე გამოაჩინა. აღნიშნული ტრიუკი მას დაგეგმილი არ ჰქონია, ყველაფერში დამნაშავე ქარი აღმოჩნდა, რომელმაც მას საფირმო შავ-თეთრი პარიკი და უზარმაზარი ბაფთა კინაღამ მოაძრო.
შეგახსენებთ, ავსტრალიელი მომღერალი სია ყველგან შავ-თეთრი პარიკით ჩნდება, რომელიც მისი სავიზიტო ბარათი და სიმბოლოც კი გახდა.