LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიას შოკისმომგვრელი „ლუქი“ და საოცარი პერფორმანსი Billboard Music Awards 2020 – ზე

144
safe-image

სულ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია, Billboard Music Awards 2020 გაიმართა. ბილი აილიშმა ცერემონიალზე ,,საუკეთესო ალბომისთვის” ჯილდო მოიპოვა. 25 წლის პოსტ მელონმა მოიპოვა და ცერემონიიდან 16 ჯილდოთი წავიდა, მან საუკეთესო არტისტის ტიტული მიიღო.

ბილი აილიშის ჯილდო Billboard Music Awards-ზე და პოსტ მელონის ტრიუმფი

გამოსვლებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერფორმანსი სიას ეკუთვნოდა. არტისტმა უკანასკნელი ალბომიდან, სინგლი Courage to Change შეასრულა. საოცარი იყო ვარსკვლავის ლუქიც. სია ვარდისფერ „დოლჩე და გაბანას“ კაბით იყო წარმოდგენილი, თავზე კი უზარმაზარი, ყვითელი ბაფთა ეკეთა.

https://www.youtube.com/watch?v=hSrSUbOWvUw

რაც შეეხება დანარჩენ გამარჯვებულებს, ლოს-ანჯელესში, „დოლბის“ კინოთეატრში გამართულ ღონისძიებაზე, ბილი აილიშისა და პოსტ მელონის გარდა  ჯილდო, ლილ ნასმა და Khalid-მა მიიღეს, უყურადღებოდ არ დარჩენილა კანიე უესტის Jesus Is King.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები