”რომ არა ”რეალის” ფორვარდი, მე უკვე ციხეში ვიქნებოდი. მან მის ოთახში დამატებითი საწოლი მოითხოვა და ტანსაცმლის კარადა გამიყო. მითხრა, თუკი წავიდოდი, ისიც წავიდოდა. მე ვალში ვარ კრიშტიანოსთან.
იქ, სადაც მე გავიზარდე, ახალგაზრდა ბიჭისათვის რთულია, ბევრი ჩემი მეგობარი კრიმინალებთან გაერია, მათი უმრავლესობა ან მკვდარია, ან ციხეში. მე რომ ”სპორტინგიდან” არ წამოვსულიყავი, მათთან ერთად ავტომობილებს მოვიპარავდი. რონალდომ ჩემი ცხოვრება იხსნა. ჩემი კარიერა, ჩემი ოჯახი, შვილები: ეს ყველაფერი მისი დამსახურებაა”, – მოყავს ჟოზე ვიტორ მორეირა სემედუს სიტყვები ”Mirror”-ს.
ჟოზე რონალდოსთან ერთად ლისაბონის ”სპორტინგის” აკადემიაში სწავლობდა. სემედუ ლისაბონური კლუბიდან გაგდებასთან ახლოს იყო. 2011 წლიდან კი ”შეფილდ უენსდეიში” თამაშობს.