მესამე ქორწინების სახლის მენეჯერი თამთა ძლიერიშვილი „პრაიმშოუსთან“ საუბრობს უცნაური ქორწილის შესახებ, როდესაც პატარძალი ხელის მოწერაზე არ გამოცხადდა.
◾️ უცნაური შემთხვევა ქორწინების სახლში
◾️ თამთა ძლიერიშვილი ქორწინების რეგისტრაციის წლიური სტატისტიკის შესახებPosted by პრაიმშოუ • PrimeShow on ოთხშაბათი, 12 ოქტომბერი, 2022
„რამდენჯერმე დაგვწყვიტა გული გაქცეულმა პატარძალმა… ერთ შემთხვევას გავიხსენებ, სიძე თავისი მაყრიონით დიდხანს ელოდა პატარძალს. აწურული იდგა ეს ბიჭი და ვთხოვოთ, ცოტა ხანს კიდევ მოვიცადოთო. ვერ უკავშირდებოდნენ პატარძალს. ვუთხარით, რომ ყველანაირად შევუწყობდით ხელს და დაველოდებოდით. მოსაღამოვდა. დაიშლნენ სტუმრები. დედა განერვიულდა. წავიდნენ… წავიდა სიძეც. სანამ ჩვენ დავალაგეთ და ვემზადებოდით მეორე დღისთვის, კართან მოვიდა წყვილი და ორი მოწმე – ეს ბიჭი იყო გოგონასთან ერთად, რომელიც ჩვეულებრივ სამოსში იყო გამოწყობილი. იგივე გოგონა იყო, ვინც ცოლად უნდა მოეყვანა. არ გვიკითხავს, სად იყო ეს გოგონა და რატომ არ მოვიდა ხელისმოწერაზე. გოგონა ისეთ უხერხულ მდგომარეობაში იყო, ძალიან დავამძიმებდით ზედმეტი კითხვებით. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ დაგვიბრუნდნენ, დავაქორწინეთ და ძალიან ბედნიერები წავიდნენ“.