LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიძემ მოკლა სიმამრი, უსინათლო კაცი… მეუღლეც ძალიან არის ნაცემი“ – რას აცხადებენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე

672
მკვლელობა ხაშურში

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა ხა­შურ­ში მოკ­ლუ­ლი 63 წლის მა­მა­კა­ცის, თე­მურ მა­ხა­რაშ­ვი­ლის და მისი მე­უღ­ლის შე­სა­ხებ ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი.

ტე­ლე­კომ­პა­ნია „პირ­ვე­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით ცხე­და­რი რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­დან სახ­ლში გა­და­ას­ვე­ნეს. უსი­ნათ­ლო კაცს სხე­ულ­ზე და­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი აქვს. კლი­ნი­კა­ში, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რჩე­ბა მისი მე­უღ­ლე.

ხაშურში, სოფელ ოსიაურში მამაკაცი მოკლეს

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ცოლ-ქმარ­ზე თავ­დას­ხმა სო­ფელ ოსი­ა­ურ­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ მოხ­და. ტელეკომპანია „პირველთან“ გარდაცვლილის მეზობლები მომხდარის დეტალებზე საუბრობენ.

„ამ დი­ლას მო­უკ­ლავს, მერე გაქ­ცე­უ­ლა და აიყ­ვა­ნეს იქო… სი­ძემ მოკ­ლა სი­მამ­რი. ბა­თუმ­თან აუყ­ვა­ნი­ა­თო…

სახ­ლში ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ. 5 წე­ლია ეს ბიჭი აქ ცხოვ­რობს. შიგ­ნით არ ვი­ცით რა ხდე­ბო­და, თუმ­ცა მე­ზობ­ლებს არას­დროს არა­ფე­რი ზედ­მე­ტი არ გაგ­ვი­გია. მოკ­ლუ­ლის მე­უღ­ლეც ძა­ლი­ან არის ნა­ცე­მი და რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი…

და­ნით არის მოკ­ლუ­ლიო. სი­ძეა… ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ დრო­ე­ბი­თ. ის ბიჭი წას­ვლას კი აპი­რებ­და, მაგ­რამ არ ვიცი, რა მოხ­და…

ახლა გა­ვი­გე სი­ძემ მოკ­ლა სი­მამ­რიო. უსი­ნათ­ლო კა­ცია, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შრო­მა­ში აქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი…“, – აცხა­დე­ბენ მე­ზობ­ლე­ბი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g