„სიფრთხილის გამოჩენით ვკარგავთ საქართველოს“, – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი სოციალურ ქსელში წერს.
მიხელსონი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ნორდიკული ქვეყნების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება:
„სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის. სიფრთხილის გამოჩენით ვკარგავთ საქართველოს“, – წერს მიხელსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ცნობისთვის, ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა 30 ოქტომბერს განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი უერთდებიან საერთაშორისო მოწოდებებს, საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნებამდე და არჩევნების დღეს ხსენებულ დარღვევებზე დეტალური და მიუკერძოებელი გამოძიების შესახებ.