LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიღარიბე ვერ გახდება ბავშვის ოჯახიდან გაყვანის საფუძველი-ხვალიდან “ბავშვთა უფლებათა კოდექსში ” შეტანილი ცვლილებები ამოქმედდება

108
1550426841-1550257890-51ad97924b4d08bee80afbaad41783f0-109780-1024x627-1024x627

ხვალიდან “ბავშვთა უფლებათა კოდექსში ” შეტანილი ცვლილებები ამოქმედდება. ახალი მოდელის მიხედვით, სოციალური მუშაკი სასამართლოს გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, სიღარიბე ვერ გახდება ბავშვის ოჯახიდან გაყვანის საფუძველი.

სოციალური სააგენტოების პარალელურად იმუშავებს მულტიფუნქციური ჯგუფები , რომელიც მონიტორინგს გაუწევს ერთის მხრივ სოციალური მუშაკების საქმიანობას და მეორეს მხრივ ხელს შეუწყობს ოჯახის გაძლიერებას. უცვლელი რჩება შინაგან საქმეთა სამინიტროს როლი.

პარლამენტმა ბავშვთა უფლებათა კოდექსი – გასულ წელს განიხილა და დაამტკიცა, ის ძალაში 1 სექტემბრიდან შევა.

ძალადობის შემთხვევაში, სამართალდამცველები ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

” ბავშვთა უფლებათა კოდექსი არის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული კანონი”-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

კანონზე მეცხრე მოწვევის პარლამენტმა იმუშავა, რომელიც შემოიტანს მთელ რიგ სოციალურ და საგანმანათლებლო გარანტიებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g