LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიღარიბის, ძალადობის, უმძიმესი ავადმყოფობის, შვილის სიკვდილის შემდეგ ის ფეხზე დადგა –  ტინა ტერნერმა ბედნიერება  80 წლის ასაკში იპოვა

15149
tina terner news32232233

გასულ კვირას ლეგენდარულმა ტინა ტერნერმა 80 წლის იუბილე იზეიმა. fortuna.ge ვარსკვლავის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებზე, იმედგაცურუებებსა და დიდი წარმატებაზე მოგიყვებათ>

ტინა ტერნერი მხოლოდ მისი ფსევდონიმია, სინამდვილეში კი მისი სახელია ანა მეი ბულოკი და ის ტენესის შტატში, ფერმის მახლობლად დაიბადა. სწორედ აქ მუშაობდნენ მისი მშობლები. ტინა ჯერ კიდევ ადრეული წლებიდნა მძიმე შრომას იყო მიჩვეული დ პარალელურად, ტაძრის გუნდში მღეროდა. მძიმე პერიოდი ტინასა და მისი დების ცხოვრებაში მაშინ დაიწყო, როდესაც ისინი დედამ მიატოვა, ამის მიზეზი კი მოძალადე მამა გახდა. გოგონები საცხოვრებლად ბებიასთან გაუშვეს, სადაც ტერნერმა 5 წელი დაჰყო. ბებიის გარდაცვალების შემდეგ კი, ისევ დედასთან დაბრუნდა. ამ პერიოდში მან მედდად დაიწყო მუშაობა. ამ დროს ტინა და მისი დები სენტ-ლუისის ღამის კლუბების ხშირი სტუმრები იყვნენ, ერთ-ერთ ასეთ კლუბში მან მომავალი მეუღლე, აიკ ტერნერი გაიცნო, რომელიც იმ დროისთვის ჯგუფში Kings of Rhythm მღეროდა. ერთ-ერთი გამოსვლისას მას ჯგუფის წევრებმა სცენაზე ასვლა და სიმღერის შესრულება სთხოვეს. ასე დაიწყო ყველაფრი…

18 წლის ტინა მალევე გახდა აიკ ტერნერის ჯგუფის წევრი. ამ დროს ჯერ კიდევ დამწყებმა მომღერალმა ჯგუფის საქსოფონისტთან, რაიმონდ ჰილთან რომანი გააბა და მისგან დაორსულდა კიდეც. წყვილი მალე დაშორდა, მალევე მან ურთიერთობა დაიწყო აიკ ტერნერთან და ამავე წელს მისგან მეორე შვილი შეეძინა. ეს პერიოდი ტინას ცხოვრებაში უმძიმესია, რადგან აიკი მძიმე ხასიათის ადამიანი აღმოჩნდა და ტინა არაერთხელ გახდა ძალადობის მსხვერპლი. ეს ის პერიოდია, როცა ტინამ თვითმკვლელობაც კი სცადა. წყვილი ერთმანეთს 1976 წელს დაშორდა. იქამდე კი აიკმა და ტინამ უამრავი ჰიტის ჩაწერას მოასწრეს, რომლებიც ბილბორდის ჩარტების სათავეში აღმოჩნდა.

საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა კი ტინამ 80-ანი წლებიდან შეძლო. პირველი ჰიტი იყო What’s Love Got To Do With It, ერთი წლის თავზე მან უკვე მსოფლიო ტუნრე დაიწყო და გინესის რეკოდსმენის სტატუსი მიიღო. შემდეგი ბესტსელერი გახდა ჰიტი Simply The Best, რასაც მსოფლიო მეგა ვარსკვლავებთან დუეტები მოჰყვა. ამის შემდეგ ბერი გვესმოდა ტინას წარმატებაზე,


ნამდვილი სიყვარული ტინამ 90-იან წლებში იპოვა, ეს პროდიუსერი ერვინ ბახია. კარიერა უკვე დაასრულა და ახლა მხოლოდ გრანდიოზულ პროექტებში ჩნდება. ამბობს, რომ ნამდვილი ბედნიერება ახლა, 80 წლის ასაკში იპოვა. მას შედეგ რაც უკიდურესი სიღარიბე, ქმრის ღალატი, ფიზიკური ძალადობა, შვილის სიკვდილი და ორი უმძიმესი დაავადება გადაიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g