სიღნაღში ზიპლაინი გაიჭედა, 3 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი, ჰაერში იყო გაჩერებული.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული მომსახურებით ოჯახი სარგებლობდა, ისინი სიმაღლიდან დაეშვნენ, თუმცა მოულოდნელად ზიპლაინი გაიჭედა და რამდენიმე წუთი ჰაერში მოუწიათ ყოფნა.
ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ადგილზე იყო პანიკური სიტუაცია, გამოიძახეს სამაშველო სამსახური, თუმცა კომპანიის თანამშრომლებმა დროულად მოახერხეს რეაგირება და ჰაერში დარჩენილი ადამიანები მიწაზე დასვეს.