LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიხარულით გაცნობებთ.. აკა მორჩილაძე შვედეთის ნობელის კომიტეტში, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად არის წარდგენილი“ – ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

277
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (3)

ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე შვედეთის ნობელის კომიტეტში, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად არის წარდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ავრცელებს.

„სიხარულით გაცნობებთ, რომ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორთა მიერ, ხმათა უმრავლესობით, შვედეთის ნობელის კომიტეტში, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად  წარდგენილია ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი).

ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პოპულალურები