LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიკვდილმა ამჯერადაც ცუდ გემოვნება გამოავლინა… მე, რომელსაც ნიავის დაბერვაზე ფილტვების ანთება მემართება, ისევ აქ ვარ და ეს ნამდვილი ქარიშხალივით ქალი წაიყვანა“ – 89 წლის ვუდი ალენის ემოციური წერილი დაიან კიტონს

242
page

85 წლის ალ პაჩინოს სულისშემძვრელი წერილისა და დაგვიანებული აღიარების შემდეგ, დაიან კიტონის გარდაცვალებას ლეგენდარული რეჟისორი, 89 წლის ვუდი ალენი გამოეხმაურა.

„ძალიან ვნანობ, რომ დაიან კიტონზე არ დავქორწინდი… შენ იცი ყველაფერი… შევხვდებით ისევ, სიყვარულით შენი ალი…“ – ალ პაჩინოს სულისშემძვრელი წერილი და დაგვიანებული აღიარება

89 წლის რეჟისორმა The Free Press-ში ემოციური წერილი გამოაქვეყნა, რომელიც აღსავსე იყო გულწრფელი ტკივილითა და ნოსტალგიით.

„ყველაზე უნიკალური – ის იყო ადამიანი, რომლის მსგავსიც პლანეტაზე არ დაიარებოდა. მისი სახე და სიცილი ანათებდა ნებისმიერ სივრცეს. არასდროს ვკითხულობდი ჩემს ნამუშევრებზე დაწერილ რეცენზიებს, მხოლოდ დაიანის აზრი მაინტერესებდა. თუ მას მოსწონდა, ვთვლიდი, რომ ფილმი წარმატებული იყო, თუ არა, ვცდილობდი, მისი შენიშვნები გამეთვალისწინებინა. ახლა ეს სამყარო მის გარეშეა, თუმცა, დარჩა მისი ფილმები… და მისი დაუვიწყარი სიცილი, რომელიც ისევ ჩამესმის. მშვიდად წავიდა, თითქოს სცენიდან გავიდა და სცენარი თან გაიყოლა. ის ოდესღაც ჩემი მუზა იყო… სიკვდილმა ამჯერადაც ცუდი გემოვნება გამოავლინა, მე, რომელსაც ნიავის დაბერვაზე ფილტვების ანთება მემართება, ისევ აქ ვარ და ეს, ნამდვილი ქარიშხალივით ქალი წაიყვანა“, წერს ალენი.

ცნობისთვის, მათი ურთიერთობა 1969 წელს დაიწყო, როცა კიტონი ალენის ბროდვეის ნამუშევარში, Play It Again, Sam გამოჩნდა. მათი რომანი ხანმოკლე იყო, დაშორების შემდეგ კი მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაში გადაიზარდა. მათი თანამშრომლობა გაგრძელდა მრავალი წლის განმავლობაში. მათ ერთად იმუშავეს ისეთ საკულტო ფილმზე, როგორიცაა Annie Hall (1977), რომელმაც კიტონს „საუკეთესო მსახიობი ქალის“ კატეგორიაში „ოსკარის“ ჯილდო მოუტანა.

„როცა ის ვნახე, შოკში ჩავვარდი, ვერ ვიცანი“ – კეროლ სეიგერი დაიან კიტონთან უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები