პატარა სპილო მოიო წყალში დახრჩობას რეინჯერებმა გადაარჩინეს და გარეული ცხოველების თავშესაფარში მიიყვანეს. ორგანიზაციის დამფუძნებელი როქსი დენქუერთსი ობოლი სპილოს ახალი დედა გახდა.
ახლა მოიო 14 თვისაა და როქსის ყველგან დაჰყვება.
„იგი ცნობს ჩემს ხმას, სუნს და როგორღაც მუდმივად იცის, სად ვარ. არ ვიცი, როგორ გავუშვა, მოიო მუდმივად იზრდება და სახლში მისი გაჩერება სულ უფრო ძნელი ხდება.
მოიო ერთ-ერთია იმ ცხოველთაგან, რომლებთანაც მე განსაკუთრებული სიახლოვე და მეგობრობა მაკავშირებს. მისი გაშება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ სპილოსთვის თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი რამ არის,“ – ამბობს დენქუერთსი.