მომღერალი, „ღამის შოუს ბენდის“ წევრი თათა გიორგობიანი საკუთარ გამომწერებს შთამბეჭდავი ფოტოებითა და ვიდეოებით ანებივრებს.
უახლესი ფოტოსესიიდან კადრებს მომღერალი, ამჯერად, „ინსტაგრამზე“ ავრცელებს. ფოტოების ავტორი ფოტოგრაფი ირაკლი კალატოზიშვილია.
თათას ფოტოებში შაკო საჯაიას სალონის მაკიაჟი ამშვენებს.
„ულამაზესი და მშვენიერი თათა“, „სილამაზე“, „საოცარი გოგო ხარ“ – აღნიშნავენ თათა გიორგობიანის გამომწერები კომენტარებში.