სილამაზის კონკურსების ისტორიაში პირველად „მის სამხრეთ აფრიკის“ ეროვნულ კონკურსში სმენადაქვეითებულმა მონაწილემ გაიმარჯვა. ამის შესახებ BBC News იუწყება.
თავის სიტყვაში გამარჯვებულმა თქვა, რომ იმედოვნებს მისი გამარჯვება დაეხმარება მათ, ვინც თავს გარიყულად გრძნობს მიაღწიონ მათ “ყველაზე თამამ ოცნებებს”.
მია ლე რუ ახლა 28 წლისაა და დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ სმენის დაქვეითების დიაგნოზი დაუსვეს. ის სმენის იმპლანტს იყენებს, რომელიც მას ბგერების აღქმაში ეხმარება.
ლე რუმ განაცხადა, რომ ორი წელიწადი დასჭირდა მეტყველების თერაპიის დაწყებამდე, სანამ პირველი სიტყვების თქმას შეძლებდა. გოგონა ამჟამად მოდელად და მარკეტერად მუშაობს.
„მე ამაყი სამხრეთ აფრიკელი ქალი ვარ და ვიცი, რას ნიშნავს იყო გარიყული. ახლა ვიცი, რომ ამ პლანეტაზე საზღვრების გარღვევისთვის მოვევლინე და ეს გავაკეთე“, – თქვა მან გვირგვინის მიღების შემდეგ.