LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიაში შინაგანად ყველაზე ლამაზი ქალი გამოავლინეს

124
Screenshot 2024-05-23 145416

ბელგიაში ჩაატარეს კონკურსი, რომლის მიზანიც ქვეყანაში ყველაზე ლამაზი ქალის გამოვლენა იყო, თუმცა საუბარი არა ვიზუალურ არამედ შინაგან სილამაზეზეა. ამის შესახებ Reuters წერს.

კონკურსში რომლის მთავარი კრიტერიუმიც “ბოდიპოზიტივი” და სულის სილამაზე იყო, 23-დან 64 წლამდე ასაკის 60-მა პრეტენდენტმა მიიღო. შესარჩევ ტურებში 5 ათასზე მეტი ქალი იღებდა მონაწილეობას, რომლებმაც საკუთარი თავის მიღების 9 თვიანი პროგრამა გაიარეს, ასევე კურსები სტილსა და თავის მოვლაში.

„ნამდვილი სილამაზე არ მოდის იმ იდეალური სხეულიდან, რომლის კრიტერიუმებსაც საზოგადოება ადგენს, არამედ სხეულიდან, რომელიც ისტორიას ჰყვება.“ – განაცხადა 56 წლის ნატალი დე როიკმა, კონკურსის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

ნატალი წარსულში მოდელი იყო და ამ ბიზნესს დაუნდობლად და ქალის ფსიქიკის დამანგრევლად თვლის. ის ასევე აკრიტიკებს სოც-ქსელების ფილტრებს, რაც ქალებში საკუთარი ვიზუალის გამო სირცხვილის გრძნობას იწვევს.

შინაგანად ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული ლორი დრეზემ მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები