LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პლანეტის ყველაზე ლამაზი გოგონას ვინაობა ცნობილია

117
Screenshot 2024-11-12 173745

ფილიპინებმა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სილამაზის კონკურსს – „მის დედამიწას“ უმასპინძლა. დაჯილდოების ცერემონიალი Youtube-ზე გადაიცემოდა.

კონკურსში მონაწილეობას 76 ქვეყნის წარმომადგენელი გოგონა იღებდა. ფინალში ტრადიციულად 4 გამარჯვებული გამოავლინეს, თითო სტიქიას თითო რჩეული ჰყავდა. ყველაზე საპატიო ტიტულად „მის დედამიწა“ ითვლება, თუმცა თავისი დედოფლები გამოავლინეს სხვა სტიქიებმაც- ჰაერმა, ცეცხლმა და წყალმა.

კონკურსის ფავორიტები თავიდანვე მის ისლანდია და მის ამერიკა იყვნენ და პროგნოზები გამართლდა. აშშ-ს წარმომადგენელმა „მის წყლის“ ტიტული მიიღო, ისლანდიელი ლამაზმანი კი „მის ჰაერი“ გახდა. ტიტული „მის ცეცხლი“ პერუელმა გოგონამ დაიმსახურა.

კონკურსის აბსოლუტურ გამარჯვებულად და „მის დედამიწის“ ტიტულის მფლობელად ავსტრალიის წარმომადგენელი, 21 წლის ჯესიკა ლეი დასახელდა.



ჯესიკა არის ისტორიაში პირველი ავსტრალიელი, რომელმაც „მისს დედამიწის“ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები