LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

71 წლის ქალმა გადაწყვიტა, აშშ-ს მთავარი ლამაზმანი გახდეს

109
corte-anderson-https-www-instagr

71 წლის ამერიკელმა გადაწყვიტა რომ მონაწილეობა მიიღოს კონკურსში „მის ტეხასი აშშ“. ამის შესახებ New York Post წერს.

კონკურსის არსებობის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მონაწილე მარისა ტაიხო გახდა. „მე უბედნიერესი ვარ შევიტანო ჩემი წვლილი კონკურსში „მის ტეხასი“, რასაც მონაწილის როლში გავაკეთებ“, – დაწერა ქალმა თავის სოციალურ ქსელში.

კონკურსი ჰიუსტონში გაიმართება. შტატის მთავარი ლამაზმანის წოდების მოსაპოვებლად მარისას თითქმის 100 კონკურსანტთან მოუწევს შებრძოლება. გამარჯვებული ტეხასს „მის აშშ-ს“ ფინალში წარადგენს და ეს უკანასკნელი ლოს-ანჯელესში 4 აგვისტოს გაიმართება.

ამერიკელი აცხადებს, რომ ოცნებაზე უარის თქმა ასაკის გამო ნამდვილად არ ღირს. „მე ვგრძნობ, რომ ყველა ქალს აქვს შესაძლებლობების ახალი ეტაპი, ასევე სილამაზის და ძალის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები