„სილიკონ ველის“ ექსპერტები საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესდნენ. როგორც ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, ექსპერტებმა შეხვედრა ფონდში გამართეს. მათ საპარტნორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას საპარტნიორო ფონდში, დავით საგანელიის გარდა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოდგილე ნათია თურნავა,“სტარტაპ საქართველოს“ დირექტორი ვაჟა მენაბდე, ტექნოლოგიური პარკის დირექტორი ირაკლი ქაშიბაძე და მისი მოადგილე ავთანდილ კასრაძე ესწრებოდნენ.
საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობას ამერიკელმა სტუმრებმა კერძო საინვესტიციო ფონდის შექმნის იდეა გააცნეს და პროექტში ფონდის შესაძლო ჩართულობის საკითხი განიხილეს.
თავის მხრივ, „სილიკონ ველის“ ექსპერტებს დავით საგანელიძე მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმასა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე ესაუბრა, რომლის მთავარი კომპონენტი დამწყები ბიზნესის (სტარტაპების) ხელშეწყობაა. მხარეებმა შეხვედრაზე ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა ამერიკელ სტუმრებს ასევე ფონდის ფუნქცია, პრიორიტეტები, სტრატეგია და უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო.
ცნობისთვის, „სილოკონ ველის“ ექსპერტები საქართველოში პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში იმყოფებიან და ტექნოლოგიურ ნაწილში გამარჯვებულ ფინალისტებს ტრენინგებს უტარებენ.