ღრმა მწუხარებით ვეხმიანებით ლევან კაჭარავას ტრაგიკული დაღუპვის ამბავს და ვიზიარებთ ლევანის ოჯახის მწუხარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სილქ როუდ ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ლევანი სილქ როუდ ჯგუფის დასაბამიდან იყო ჩვენთან, როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი. 2006 წლიდან ლევანმა სილქ როუდ ჯგუფისგან დამოუკიდებლად გააგრძელა წარმატებული ბიზნეს საქმიანობა.
ლევანი იყო ჩვენი ძვირფასი მეგობარი და უაღრესად ღირსეული ადამიანი.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ლევანის მკვლელობა გამოძიებული იქნება და დამნაშავეები ჯეროვნად დაისჯებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.