LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”სილქნეტი” და Nickelodeon -ი გასართობ ღონისძიებებს გეგმავენ

100

კომპანია ”სილქნეტი” და მსოფლიოს წამყვანი საბავშვო არხი Nickelodeon  სახალისო, გასართობი ღონისძიებითა და საჩუქრებით მიულოცავენ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.

როგორც ”ფორტუნას” ”სილქნეტიდან” აცნობეს, 1 ივნისს 13:00 საათიდან, მთაწმინდის პარკში „ნატვრის ხის“ მოედანზე პატარა სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა დახვდებათ. ბავშვებს აჩვენებენ ანიმაციურ ფილმებსა და დაურიგებენ Nickelodeon-ის მიერ მთთვის სპეციალურად გამოგზავნილ საჩუქრებს. ბავშვებს მიეცემათ შესაძლებლობა თავად დახატონ საყვარელი პერსონაჟები.

”სილქნეტის” ინფორმაციით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მრავალფეროვან პროგრამაზე ანიმატორები და მხატვრები იზრუნებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g