LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმაღლეში გაზრდა მარტივად – მითი თუ რეალობა (ვიდეორეპორტაჟი)

ჭარბი წონა, ფარისებრი ჯირკვლისა და კუჭის პრობლემები, ნახშირწყლებით გაჯერებული საკვები, განსაკუთრებით საღამოს საათებში და არასრულფასოვანი ძილი – ეს არასრული სიაა იმ მიზეზებისა, რაც შესაძლოა, გახდეს სიმაღლეში ზრდის შემაფერხებელი ფაქტორი.

ენდოკრინოლოგების რჩევით, გენეტიკის წინააღმდეგ ვერ წავალთ, თუმცა, ბრძოლას ყოვლეთვის აქვს აზრი.

“ფორტუნასთან” საუბრისას ენდოკრინოლოგი ეკატერინე ფაცაცია აცხადებს, რომ ყველაზე  სწრაფად ადამიანი სიმაღლეში მუცლადყოფნის პერიოდში იმატებს. დაბადებიდან პირველ ორ წელიწადში კი  უნდა მიაღწიოს თავისი საბოლოო სიმაღლის ნახევარს.

გენეტიკა მთავარია, თუმცა, მედიკოსების რჩევით, თუ გვსურს სიმაღლეში ზრდა იყოს ეფექტიანი, რეკომენდირებულია ცურვა, ბატუტზე ხტუნვა და გაჭიმვითი ვარჯიშები.

 

 

ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g