LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმართლე გითხრათ, უფრო ამბიციურ საარჩევნო კანონპროექტს ველოდით: ვახუშტი მენაბდე

43
FORTUNA.GE- (2)

“სამუშაო ჯგუფს გადავუგზავნეთ ჩვენი მოსაზრებები საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე მივიღეთ პარლამენტისგან კანონპროექტის პირველადი ვერსია. მართალი გითხრათ, უფრო ამბიციურ პროექტს ველოდით.” – აცხადებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრი ვახუშტი მენამდე და ამბობს, რომ მათი რეკომენდაციები კვლავ ძალაში რჩება.

მენაბდე რეკომენდაციებზე საუბრობს:

“ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის იმგვარი დაკომპლექტება, რომელიც ოპოზიციის გარანტირებულ ჩართულობას უზრუნველყოფს – ოპოზიციის ჩართულობის გარეშე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები ვერ უნდა დაინიშნონ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, პროპორციული ასპექტის კიდევ მეტად გაზრდა, ვიდრე ეს წარმოდგენილ პროექტში არის მოცემული.”

ამბობს, რომ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით დასაზუსტებელია მთელი რიგი საკითხები:

“ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ამ რადიუსში ისეთი ადამიანები არ იყვნენ, ვისი იმ მომენტში იქ ყოფნა ნებადართული არ არის. საარჩევნო უბნის პერიმეტრზე გაურკვეველი ადამიანები არ უნდა იყვნენ არც აღრიცხვისათვის, არც მიტინგისთვის და არც სხვა რაიმე მიზნით. არსებობს რამდენიმე ტიპის ჯგუფი, ვისაც იყენებენ. ესენი არიან აქტივისტები, რომლებსაც აყენებენ უბნის ტერიტორიაზე როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. ასევე არიან კოორდინატორები და სხვადასხვა ტიპის ავტორიტეტები – დაწყებული გავლენიანი ადამიანებით, კრიმინალთან ახლოს მყოფი პირებით დასრულებული.” – განაცხადა მენაბდემ.

შეგახსენებთ, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი დღეს პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრას მართავს.

შეხვედრას საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები