LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმდიდრის დაკარგვის არ მეშინია, სინდისი მქონდეს სუფთა“ – მაქსიმ გალკინი აგრესიულ რუს ფანებს პასუხობს

14177
page

მას შემდეგ, რაც მაქსიმ გალკინმა და ალა პუგაჩოვამ რუსეთი დატოვეს, რუსულ მედიაში არ წყდება ურთიერთგამომრიცხავი სტატიები წყვილის ადგილსამყოფელის შესახებ. ცოტა ხნის წინ ალა პუგაჩოვამ განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ ის ოჯახთან ერთად ისრაელში იმყოფება.

ამჯერად კი „ინსტაგრამზე“ მაქსიმ გალკინი გამოჩნდა, რომელმაც მის მიმართ აგრესიულად განწყობილ ფანებს უპასუხა. მაქსიმ გალკინს პუტინის რეჟიმის მხარდამჭერები უცენზურო სიტყვებით ლანძღავდნენ და მას ღალატში ადანაშაულებდნენ: „საინტერესოა, რას იზამ, როცა ფულს ვეღარ იშოვი?“ – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი. ამ კომენტარს გალკინმა თავად უპასუხა და თქვა, რომ მისთვის ფული მთავარი არ არის: „მისმინეთ, მე არ ვარ მიჩვეული ფუფუნებას. მე მივეჩვიე კეთილსინდისიერ შრომას, სიმდიდრის დაკარგვის არ მეშინია, სინდისი მქონდეს სუფთა“, – პასუხობს აგრესიულ ფანებს გალკინი.

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები ითხოვენ, მაქსიმ გალკინს და ბორის გრებენშიკოვს ყველა სახელმწიფო ჯილდო ჩამოერთვათ

ვიდეო: ალა პუგაჩოვა პასუხობს სასულიერო პირს, რომელიც წირვაზე აცხადებს, რომ ალას რუსეთიდან წასვლით ჰაერი გაიწმინდა

პუგაჩოვა და გალკინი ბრიტანეთში გაემგზავრნენ – ვინ გეგმავს მათი ვილის შეძენას რუსეთში

რუსულ არხებზე აჩვენებენ კადრებს, როგორ აბარებს ხალხი გალკინის კონცერტზე ნაყიდ ბილეთებს უკან  – უკრანის მხარდაჭერის გამო მას „რუსეთის მტერი“ უწოდეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები