LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმღერა გემზე თითქმის ორ საუკუნეს ითვლის” – მანანა თოდაძე სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში”

168
todadze-nwsw32343435

„რადიო დუეტმა“ ძალიან ნიჭიერ, განსხვავებული ხმის პატრონს, ლეგენდარული „ივერიის“ წევრს და ყველა თაობისთვის საყვარელ მომღერალს, მანანა თოდაძეს უმასპინძლა. გადაცემაში სიმღერის პრემიერა  შედგა. როგორც ქალბატონმა მანანამ თქვა, ეს სიმღერა ძველია, თუმცა უცნობი და ჯერ ფართო საზოგადოებას არ მოუსმენია. ასევე, მომღერალმა შეაჯამა ძველი წელი და ისაუბრა განვლილ 2019 წელზე.

მალე ახალი წელი დადგება, როგორ შეაჯამებდით განვლილ 2019 წელს, რამდენად ნაყოფიერი იყო თქვენთვის ეს წელი და ხომ ვერ გაიხსენებდით ისეთ ამბავს, რაც ამ ამ წელს განსაკუთრებულად დაგამახსოვრდათ ?

ძალიან საინტერესო შეკითხვაა, როცა დილით თვალს ვახელ, ჯანმრთელად ვარ მეც და ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანებიც, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს და თითოეული  ასეთი დღისთვის მადლობას ვუხდი უფალს. რაც შეეხება მთელი წლის რეზიუმს, კმაყოფილი ვარ ამ წლის, ვინაიდან სამი სიმღერა ჩავწერე და ერთერთი არის ის, რომლის პრემიერაც დღეს, თქვენს გადაცემაში შედგება. სხვათაშორის ეს სიმღერა არის ძველი, თუმცა ფართო საზოგადოებას ჯერ არ მოუსმენია, ზოგადად ძველი სიმღერები საკმაოდ აქტუალურია და ახალ სიმღერებთან შედარებით, მსმენელში არანაკლებ ინტერესს იწვევენ. მეც ვცდილობ, რომ  ახალი ინტერპრეტაციით წარვუდგინო მსმენელს და ახალ თაობასაც შევაყვარო ძველი სიმღერები. ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩემი სიმღერები, ასე რომ არ ვაპირებ გაჩერებას და კარიერის მხრივ, წინ კიდევ უამრავი გეგმა მაქვს.

ვრცლად გადაცემა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები