სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, 30 ივნისს, ათონელი მამების ხსენების დღეს, იქადაგა და აღნიშნა, რომ მთავარი სიმშვიდე და მშვიდობაა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს ავრცელებს.
„ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით, თხოულობენ ახალ პირობებს და ეს პირობები არც ისე ადვილია მოიპოვონ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სიმშვიდე, მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის. აუცილებელია ქვეყნისათვის. სიმშვიდე თუ არ იქნება, ვერაფერს ვერ მიაღწევს ადამიანი. სიმშვიდე მოგცეთ ღმერთმა თქვენ და მთელს საქართველოს“, – თქვა ილია მეორემ.