მეფის იუბილეზე მოულოდნელი დაბრუნების შემდეგ, სიმსივნესთან მებრძოლი ქეით მიდლტონი, შესაძლოა, უიმბლდონის ტურნირზე გამოჩნდეს. ტურნირი 1-ელიდან 14 ივლისამდე გაიმართება და დიდი ალბათობით, აქ ვიხილავთ უელსის პრინცესას.
ცნობილია, რომ მიდლტონი ჩოგბურთის გულმხურვალე გულშემატკივარია და ამ დრომდე, უიმბლდონის არც ერთი ტურნირი არ გამოუტოვებია.
ამ დრომდე ამ ფაქტის დამადასტურებელი ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა, ქეით მიდლტონი აცხადებდა, რომ ის ეცდებოდა, დასწრებოდა რამდენიმე მნიშვნელოვან საზაფხულო ღონისძიებას.
საჯაროდ გამოჩენის შემდეგ, ქეით მიდლტონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა