LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიმწრით აშენებულ სახლებს უნგრევენ ღატაკ ადამიანებს, ყინვაში, ქუჩაში ტოვებენ” – ზურაბ ჯაფარიძე აფრიკის დასახლებაში დაპირისპირებაზე

131
BeFunky-collage (2)

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აფრიკის დასახლებაში ნებართვის გარეშე აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟს იწყებს. ადგილზე იმყოფება ტექნიკა, მობილიზებული არიან სამართალდამცველებიც.

ადგილზე ვიტარება დილიდან რამდენჯერმე დაიძაბა.

ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია: კალაძე აფრიკის დასახლებაში დაპირისპირებაზე

ფაქტს სოციალურ ქსელ Facebook-ში ეხმიანება პოლიტიკური პარტია “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც წერს, რომ  წინასაახალწლოდ, გაჭირვებასა და ყინვაში, ქუჩაში ტოვებენ ადამიანებს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“სიმწრით აშენებულ სახლებს უნგრევენ ღატაკ ადამიანებს, რომლებმაც რაღაცნაირად მოხერხეს და მთავრობის “დახმარების” გარეშე, ტრიალ მინდორზე საკუთარი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ადგილი მოიწყვეს. ამ გაჭირვებაში, ამ ყინვაში, წინასაახალწლოდ ტოვებენ ქუჩაში და ამას ამართლებენ იმით, რომ ეს ტერიტორია “საერთო საკუთრებაა”, სახელმწიფოსია და მათი იქ ცხოვრებით ჩვენი “საერთო ინტერესი” ზიანდება. ჩვენი სახელით აკეთებენ ამ არაადამიანობას, ჩვენზე ზრუნვის მოტივით და ამ უბედურების არც ერთ უშუალო შემარულებელს სინდისი არ აწუხებს ამ ადამიანების ტრაგედიის შემყურეს, მეტიც, ალბათ სჯერათ, რომ კარგ საქმეს აკეთებენ, კანონს ასრულებენ”, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

“ბავშვებს შეშა არ აქვთ რომ გავათბო და მე ყვითელი მარშუტკების „გარჟში“ მძინავს” – აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g