LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სინანული დაკარგულ დროზე – უკვე დროის კარგვაა”, – მეისონ კულის ცნობილი გამონათქვამები

7903
მეისონ კული

მართალია, ამერიკელ ფილოლოგს, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორს მეისონ კულის არც მასშტაბური რომანები შეუქმნია, არც მეცნიერული ნაშრომები გამოუქვეყნებია, მაგრამ თავისი გონებამახვილური აფორიზმებით, მაინც შეძლო პოპულარობის მოპოვება და მკითხველის მოწონების დამსახურება.

ცნობილი გამონათქვამები:

fortuna.ge გთავაზობთ მეისონ კულის ცნობილ ფრაზებს:

სინანული დაკარგულ დროზე – უკვე დროის კარგვაა.

საუკეთესო დიეტა – შურისძიებაა, რადგან შურისძიება ტკბილია, მაგრამ ნაკლებად კალორიული.

ყველას მეფის გვირგვინი რომ დაურიგო, მაინც ვერ შექმნი მონარქების ნაციას.

მარცხი ადამიანში შურს აღვიძებს, წარმატება კი – გაუმაძღრობას.

მოტყუება და დაპირება აუცილებელია, მაგრამ ყოველთვის საკმარისი არაა.

რამდენიმე კატასტროფული მარცხის შემდეგ ფანტასტიკური გამარჯვებაც ვერ გაბედნიერებს.

მუდმივად სხვის ნაკლს ჩაძიებით, ადამიანები საკუთარი ნაკლის დავიწყებას ცდილობენ.

მხოლოდ მაშინ ენდობით ადამიანს, როცა თვითონ გვინდა მისი ნდობის მოპოვება.

საკუთარი თავის სიბრალული სხვისი თანაგრძნობის უნარს გვაკარგვინებს.

რა თქმა უნდა, რწმენას მთების გადადგმა შეუძლია, თუმცა ზოგჯერ მთები მოძრაობენ არასწორი მიმართულებით.

ნარკოტიკებს ადამიანი სამოთხის კართან მიჰყავს, რათა სამუდამოდ დახუროს მის ცხვირწინ.

არცერთი მდიდარი არაა შეპყრობილი საკუთარი ქონებით ისე, როგორც ღარიბი საკუთარი სიღატაკით.

ადამიანების უმეტესობა იმ ილუზორულ სამყაროში ცხოვრობს, რომელიც დიდი ხანია აღარ არსებობს.

როგორც წესი, ახალგაზრდულ სიყვარულს და გატაცებას, ზრდასრულ ასაკში ყოველთვის ბრაზი და უკმაყოფილება ენაცვლება.

მხოლოდ მაშინ გიყვარს მთელი გულით, როცა სხვებს არ ადარებ.

უპასუხო სიყვარული ხშირად ყვირილს გაიძულებს, მაგრამ არასდროს გაფხიზლებს.

რაც უფრო მეტი მოითხოვს თანასწორობას, მით უფრო მეტს უჩნდება ძალაუფლების მოპოვების სურვილი.

ვერ მოასწრებ ახალგაზრდობის გამოტირებას და თურმე, საშუალო ასაკის ყველა სიამოვნებაც უკან დარჩა.

როცა ვნება და ჟინი ქრება, ცარიელი და უფერული სამყარო ბრუნდება.

ადამიანი მხოლოდ მაშინაა გულწრფელი, როცა თავგამოდებით ცდილობს საკუთარი თავის მოტყუებას.

რწმენაც და ცინიზმიც ერთნაირად არაობიექტურად აფასებენ მოვლენებს.

დიეტა – უკანასკნელი გაცრუებული იმედია.

სიკვდილს არ შეუძლია არაფრის გარანტირება, მარადიულ მოსვენებასაც ვერ შეგპირდება.

კეთილი ადამიანი ზედმეტად ბევრ დროს ხარჯავს საკუთარ გულკეთილობაზე ფიქრით და სიკეთისთვის არასდროს რჩება დრო.

გულგრილობა მოთმინების საუკეთესო შემცვლელია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები