სინდი ლუპერის მსმენელთან გამოსამშვიდობებელი უკანასკნელი მასშტაბური მსოფლიო ტურნე დასრულდა. Girls Just Wanna Have Fun Farewell Tour-ის დასკვნითი კონცერტით, არტისტი ლოს-ანჯელესში წარდგა.
საღამოს ცრემლებისა და ემოციური მომენტების გარეშე არ ჩაუვლია. პერფორმანსის გამორჩეულ ნაწილად ლუპერთან ერთად სცენაზე შერის ხილვა აღმოჩნდა.
ლეგენდარულმა კოლეგებმა საკულტო ჰიტი – Girls Just Want to Have Fun შეასრულეს – სიმღერა, რომლითაც სინდი ლუპერი 1983 წელს მუსიკალურ ასპარეზზე გამოჩნდა.