სინოდის განჩინება საჯაროდ დღეს გამოქვეყნდება. უკვე ცნობილია, რომ სინოდის სხდომაზე მთავარი განხილვის საკითხები დავით-გარეჯისა და კორონავირუსის ვაქცინაციის თემა იყო.
უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომ გარკვეულ ძალებს სურთ შექმნან აზრი, თითქოს გარეჯი საქართველო არ არის, თუმცა ისტორიული წყაროები საპირისპიროს ამტკიცებს.
თუ მათ არ დაგვიბრუნეს, ღმერთი მაინც დაგვიბრუნებს – როგორ წარმოუდგენიათ სინოდის წევრებს გარეჯის საკითხის მოგვარება
რაც შეეხება ვაქცინაციას, ამბობენ, რომ მოქალაქეებმა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა მიიღონ და ეკლესია არ განასხვავებს, ვინ აიცრება და ვინ არა.
სინოდის სხდომას, რომელიც გუშინ 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა 35 მღვდელმსახური ესწრებოდა. სხდომას საქართველოს პატრიარქი ხელმძღვანელობდა. მდივანი კი გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა იყო.
ვაქცინაცია არ განიხილება, როგორც ჩიპიზაცია: მეუფე ანტონი სინოდის სხდომაზე განხილულ საკითხებზე საუბრობს