LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვითხოვეთ მამალაძის შეწყალება, ასეთი რამ სინოდს არასოდეს გაუკეთებია: მეუფე ნიკოლოზი

143
BeFunky-collage (2)

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი  „ფორტუნას“ გადაცემა „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს გამოეხმაურა.

როგორც მეუფემ აღნიშნა, სინოდს არ სურს, რომ სასულიერო პირი ციხეში იჯდეს.

„ჩვენ ერთ-ერთ წინა სინოდის სხდომაზე ყველამ ერთად მოვაწერეთ ხელი  და თხოვნით მივმართეთ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, ვთხოვეთ, პატიმრობაში მყოფი ადამიანის გათავისუფლება. ასეთი რამ სინოდს არასოდეს არ გაუკეთებია და ძალიან დასანანია, რომ იმის მაგივრად რომ დაეფასებინათ, არ გაითვალისწინეს ჩვენი პოზიცია. ჩვენ ამით გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია. ჩვენ არ ვთვლით, რომ სასულიერო პირი ციხეში უნდა იყოს“. – განმარტა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, სინოდის სხდომის პარალელურად, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, საპატრიარქოსთან აქცია გამართა.

თორნიკე მამალაძემ სინოდის წევრებს მოუწოდა, შექმნან სპეციალური კომისია და ე.წ. ციანიდის საქმეზე დადგენილება გამოიტანონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g