LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სინოფარმის” ვაქცინით გუშინ 793 ადამიანი აიცრა

96
Untitled design

საქართველოში “სინოფარმის” ვაქცინით უკვე 793 ადამიანი აიცრა.

ამის შესახებ “ფორტუნას” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

ჩინური წარმოების “სინოფარმის” კოვიდვაქცინა იმუნიზაციის პროცესში გუშინ ჩაერთო.

ერთ-ერთი პირველი, ვინც აღნიშნული ვაქცინა გაიკეთა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იყო.

დღეს აღნიშნული ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურიც.

საერთო ჯამში, 5 მაისის მონაცემებით, საქართველოში 48 000-მდე აცრა ჩატარდა, ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაცია კი 72 ათასზე მეტმა მოქალაქემ გაიარა.

 

magti 5g