LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სინოფარმისა” და “სინოვაკის” მილიონი დოზა საქართველოში კვირის ბოლოს იქნება და დავიწყებთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესს: ტიკარაძე

60
ეკატერინე ტიკარაძე

“შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მილიონი დოზა ვაქცინა – აქედან ნახევარი მილიონი “სინოფარმი” და ნახევარი მილიონი “სინოვაკი” კვირის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს.” – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ  შემდეგი კვირის დასაწყისიდან, მასობრივი ვაქცინაციის დაწყება შესაძლებელი იქნება.

როგორც ეკატერნე ტიკარაძემ აღნიშნა, ინფორმაცია რომ “სინოვაკის” და “სინოფარმის” ვაქცინები “დელტა” შტამისგან ვერ იცავენ, არ არის სრულყოფილი, რადგან მეცნიერებს გარკვეული კითხვები სხვა ვაქცინებთან მიმართებაშიც აქვთ:

“ინფორმაცია, რომ “სინოვაკის” და “სინოფარმის” ვაქცინები მოქალაქეებს “დელტა” შტამისგან ვერ იცავენ, არ არის სრულყოფილი. სხვა ვაქცინებთან მიმართებითაც მეცნიერებს გარკვეული კითხვები აქვთ. არაერთხელ ვიმეორებთ, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი ეპიდემიის დამარცხებისთვის და მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენი მოქალაქე აიცრას, ასევე ჩვენ ყოველთვის ვუსვამთ ხაზს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ დისტანციას, ნიღბის ტარებას და ყველა რეგულაციის დაცვას. ჩვენც მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დავიცვათ ყველა საჭირო ღონისძიება.

რაც შეეხება მასობრივ ვაქცინაციას, მესამე კვარტალში დაანონსებული იყო მასობრივი ვაქცინაცია სწორედ მესამე კვარტალიდან, ანუ შემდეგი თვიდან ჩვენ უკვე მზად ვართ, როგორც რეგიონულად, ასევე თბილისში, რომ დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი.” – თქვა ტიკარაძემ.