LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირცხვილია, გპირდებით, დადგება დრო, ვინც დავალებებს გაძლევთ, პასუხი მოეთხოვებათ – მამუკა ხაზარაძე პროკურორებს

74
mamuka xaza

ამ წუთებში მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მოსამართლის გადაწყვეტილებას ელიან, ის სათათბიროდ გავიდა.

მანამდე ხაზარაძემ პროკურორებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ უკან მდგომებს პასუხი სერიოზულად მოეთხოვებათ.

“ეს არის სირცხვილი, ქვეყნის მიმართ მიზანმიმართული, დანაშაულებრივი ქმედება. მე გპირდებით, დადგება დრო, ვინც თქვენ უკან დგას, ვინც ამ დავალებებს გაძლევთ, მათ ძალიან სერიოზული პასუხი მოეთხოვებათ”, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით ბრალი ავსურდულია და ეს მიზანმიმართული შეტევაა. 

„აბსურდული ბრალია და მიზანმართული შეტევაა ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე და ეს გრძელდება 8 თვეა პროკურატურის მხრიდან. ეს ადამიანები ასრულებენ დაკვეთას, რომ ხელი შეუშალონ მნიშვნელოვან პროექტს. გუშინწინ, მთელმა ქართულმა ეკონომიკამ მილიარდ ლარამდე იზარალა. აქ ითხოვენ 2 მილიონს გირაოს სახით. მათი მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, უცხოეთში არ გავიდეთ, პირდაპირ მიმართულია იმაზე, რომ ის ხელშეკრულებები, რომელიც დავდეთ, ბოლომდე არ მივიყვანოთ და დისკრედიტირებულები ვიყოთ პარტნიორებთან. მილიონი ლარი გამაჩერებს და დამაკავებს? ეს არის აბსურდული”, – განაცხადა ხაზარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g