“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გამართულ შეხვედრაზე, ოპოზიციის გადაწყვეტილებით, საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატად ირაკლი ოქრუაშვილი წარადგინეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოქრუაშვილმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევა და პატივია. მისი თქმით, ჰქონდა სხვადასხვა შემოთავაზებები, თუმცა მიზნის მისაღწევად რთული გზა აირჩია. ოფიციალური განცხადებიდან რამდენიმე საათში მან სოციალურ ქსელში მადლობა გადაიხადა ნდობისთვის და აღნიშნა, რომ სირთულეები მისი სტიქიაა.
“დიდი მადლობა ყველას ვინც იყო ინიციატორი და ვინც მხარი დამიჭირა, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილებით საბურთალოს ოლქში დავესახელებინე საერთო კანდიდატად.
სირთულეები ჩემი სტიქიაა და ამ მიზეზითაც მოვხვდი ყველაზე რთულ ოლქში. დანარჩენი დამოკიდებულია შრომაზე და იღბალზე…” – წერს ოქრუაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
„მინდა გაგახაროთ, ეს მაინც მოხდა“ – ოპოზიციამ საბურთალოზე თავისი მებრძოლი გამოიყვანა
