LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა გაგახაროთ, ეს მაინც მოხდა“ – ოპოზიციამ საბურთალოზე თავისი მებრძოლი გამოიყვანა

269
sab

მინდა გაგახაროთ, ეს მაინც მოხდა – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა თბილისის ორ საარჩევნო ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატების წარდგენისას.

ოპოზიციას საბურთალოზე ირაკლი ოქრუაშვილი წარმოადგენს.

ნათელაშვილის თქმით, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ ოქტომბერში ხელისუფლება თბილისს დაკარგავს.

“ცხელი ზაფხულითა და მძიმე ამბებით დაზაფრული ჩვენი საზოგადოება გვინდა გავახაროთ. ეს მაინც მოხდა – ოპოზიცია დედაქალაქში მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით სრულად შეთანხმდა და შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ რეჟიმს დედაქალაქი დაკარგული აქვს”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

 

მისივე თქმით, ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე ხელი მოეწერა დეკლარაციას ხმების დაცვის შესახებ, რაც ნათელაშვილის თქმით, „ისტორიული გადაწყვეტილებაა“.

„ეს ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში“, – აღნიშნა „ლეიბორისტების“ ლიდერმა.

შეხვედრის დაწყებამდე ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა: „ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ ქილიკს, თითქოს ოპოზიციაში არსებობს უთანხმოება და გაუგებრობაა“.

ცნობისათვის, საბურთალოს მაჟორიტარობისთვის „ოცნებიდან“ დავით სერგეენკო იბრძოლებს. ამავე ბრძოლაში ჩართულია ალეკო ელისაშვილიც, რომელიც თავის მხრივ გამარჯვებაში დარწმუნებულია. საბურთალოს ხმებისთვის იბრძოლებს თაკო ჩარკვიანიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები