LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან”- ჟურნალისტური გამოძიება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დღეს გავიდა

127

ხორავას ქუჩის ტრაგედიის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა. „სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან” – ასე ქვია გამომძიებელი რეპორტიორის დოკუმენტურ მასალას, რომელიც დღეს, “მოამბის” საინფორმაციო გამოშვების შემდეგ გავიდა ეთერში.

მანამდე ზაზა სარალიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს ფილმის გაშვებისთვის დრო 12 საათამდე მისცა, როგორც მან აღნიშნა, ფილმის ეთერში გაშვება გარკვეული პირების ინტერესებში არ შედის. საპასუხოდ, განცხადება გაავრცელა პირველი არხის აღმასრულებელმა საბჭომ, სადაც განმარტებულია, რომ ფილმი არ აკმაყოფილებდა ჟურნალისტური საქმიანობის სტანდარტებს და მენეჯმენტს მიაჩნდა, რომ მასზე მუშაობა უნდა გაგრძელებულიყო. ფილმის ეთერში გაშვების გადაწყვტილება კი იმიტომ მიიღეს, რომ ზაზა სარალიძეს არ ქონდეს განცდა იმის, რომ არხი მისი შვილის მკვლელობის შესახებ რაიმე ინფორმაციას მალავს.

magti 5g