LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სისტემური რეფორმები, მელიას და რურუას გათავისუფლება – ის საკითხებია, რაზეც დანიელსონთან ვისაუბრეთ: ნინო დოლიძე

153
isfedi4

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” თავმჯდომარის ნინო დოლიძის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრაზე ისაუბრეს სისტემურ რეფორმებზე, რომლებიც ახალ ეტაპზე გადაიყვანს ქვეყანას, ასევე, გიორგი რურუასა და ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხზე.

ნინო დოლიძის თქმით, ევროპელი კოლეგები და ჩემი დასავლელი კოლეგები ძალიან შეწუხებული არიან ქვეყანაში მიმდინარე კრიზისით, სწორედ ამიტომ ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანაში იქნას მიღწეული პოლიტიკური დიალოგი.

ისინი იმედოვნებენ, რომ ორივე მხრიდან იქნება გადადგმული კონსენსუსი, რათა საბოლოოდ შედგეს მოლაპარაკები და ქვეყანა წინ წავიდეს. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენთან დღევანდელი შეხვედრა. მათ გვკითხეს, თუ რა შეიძლება გახდეს კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობა და მოისმინეს ჩვენი ხედვები ამასთან დაკავშირებით. ჩვენ, ცხადია, ვისაუბრეთ, როგორც გუშინ გავაკეთეთ განცხადება, იმ სისტემურ რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც ახალ ეტაპზე გადაიყვანს ქვეყანას. ასევე, საუბარი იყო გიორგი რურუასა და ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხებზე. ჩვენგან მოისმინეს ყველა ის დეტალი, როგორ წარმოგვიდგენია ამ კრიზისის განმუხტვა ამ ახალი სისტემური რეფორმების გატარების საფუძველზე, რომლებიც უზრუნველყოფს ძალაუფლების დაბალანსებას ორივე მხარეს შორის“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

მისივე თქმით, კრისტიან დანიელსონის ვიზიტი მხარეებს შორის პოზიციების დაახლოებას და კონსენსუსის პოვნას ემსახურება.

„ჩვენ ამ ეტაპზე ​​ჯერ არც ერთი მხარისგან არ მოგვისმენია, რომ აპირებენ რაიმეს დათმობას, ისეთის, რაც მათთვის წითელი ხაზია, ამიტომ სწორედ ამას ემსახურება დანიელსონის ვიზიტი, რომ დააახლოოს მათი ხედვები და შედგეს კონსენსუსი. ნაკლებად იყო საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე, რადგან თვითონაც ხვდებიან ეს ადამიანები და ჩვენც, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხი, რომელზეც პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იმსჯელონ, თუმცა ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რაც დავინახეთ არჩევნების დროს და ამასთან დაკავშირებით ყველა ტიპის ინფორმაცია აქვთ მათ“, – აღნიშნა ნინო დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g