LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სისულელეა: ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნას არ ადასტურებს

702
37952a4aa3490f6f35837c1e20350501-XL

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე არ ადასტურებს, რომ ჯანდაცვის მინისტრად ინიშნება.

„ფორტუნას“ კითხვას, ვიხილავთ თუ არა ეკატერინე ტიკარაძის ადგილზე, გამყრელიძემ ერთი სიტყვით უპასუხა: „სისულელეა“.

მოსალოდნენ ცვლილებაზე არ ადასტურებენ და გავრცელებულ ინფორმაციას მორიგ „ფეიკნიუსს“ უწოდებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრშიც.

როგორც „ფორტუნას“ უწყებაში განუცხადეს, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და ამირან გამყრელიძე ერთმანეთს მეგობრულად შეხვდნენ, რასაც მოჰყვა ჭორი, რომ ტიკარაძეს მალე გამყრელიძე შეცვლის.

„შორეულ მომავალში რა იქნება, უცნობია, მაგრამ ამ ეტაპზე გამყრელიძის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნა არ იგეგმება“, – გვითხრეს სააგენტოს დაავადებათა კონროლის ცენტრში.

შეგახსენებთ, დღეს „ტვ პირველმა“ გაავრცელა ფოტო, სადაც ამირან გამყრელიძე ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან ერთად არის გადაღებული. ტელეკომპანიამ გავრცელებულ ფოტოს სამთავრობო ცვლილების ვერსიაც დაურთო, რომლის მიხდვით, ამირან გამყრელიძე ტიკარაძეს შეცვლის.

ტელეკმპანიის ინფორმაციით, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს ივანიშვილის „კადრების სამჭედლო“ აქვს ჩაბარებული და სწორედ ჩხარტიშვილია ივანიშვილთან გამყრელიძის რეკომენდატორი.

 

magti 5g