ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩის განცხადებით, რუსეთი არღვევს საერთაშორისო მოწოდებას ოკუპაციის დასრულებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, მისი თქმით, სიტუაცია კი არ უმჯობესდება, არამედ ცალსახად უარესდება.
ამის შესახებ განცხადება მინისტრმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში გააკეთა.
NATO-ს მომავალი სამიტის დეკლარაცია უნდა იყოს ნათელი დადასტურება იმისა, რომ კარი ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც ორგანიზაციაში გაწევრიანება სურთ: ედგარს რინკევიჩსი
"ნატოს სამიტიდან ველით ახალ სტრატეგიულ კონცეფციას. ჩვენ ასევე გვინდა ვიხილოთ კიდევ ერთხელ ღია კარის პოლიტიკის დადასტურება." - ლატვიის პრეზიდენტი
„ჩემს ქართველ კოლეგებთან კომუნიკაცია ხშირად მაქვს და მაწვდიან ინფორმაციას, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო მოწოდებას ოკუპაციის დასრულებასთან დაკავშირებით და აგრძელებს ოკუპაციას, რაც, რასაკვირველია მიუღებელია. ეს საჭიროებს მეტ ყურადღებას, მეტ ვიზიტს ჩემი ევროპელი კოლეგებისგან და მთელი მსოფლიოდან,“- განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა.
ლატვია საქართველოს 15 000 ვაქცინას გადმოსცემს