გარი ლინეკერმა დაპირებული ეთერი ტრუსებში წაიყვანა და მოუწოდა „ლესტერიდან“ კლაუდიო რანიერი გააგდონ.
ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა სიტყვის კაცი ყოფილა.
გასულ დეკემბერს ლინეკერმა ტვიტერში პირობა დადო.:
„დიახ, თუ „ლესტერი“ ჩემპიონი გახდება, მომდევნო სეზონის პირველ Match of the Day-ის ქვედა საცვლებით წავიყვან“.
მაისში „ლესტერმა“ ყველა დროის სენსაციური ჩემპიონობა იზეიმა, ლინეკერმა კი დაამტკიცა, რომ კაცის სიტყვას ფასი აქვს.
ცოტა ხნით ადრე კი, ლინეკერი გაოგნებული იყო „ლესტერის“ ცუდი სტარტით, რომელმაც ახალდაბრუნებლ „ჰალთან“ 1:2 წააგო.
„რანიერი – გავიდა!“
„მექმნება შთაბეჭდილება, რომ ფენომენალური კანტეს გარეშე „ლესტერი“ ძველ „ლესტერად“ იქცევა“.
ერთ დროს ინგლისელთა საუკეთესო თავდამსხმელი ლინეკერი „ლესტერის“ აღზრდილი და გულშემატკივარია.
იყო დრო გარი ფინანსურად დაეხმარა „მელიებს“ და ბანკროტს გადაარჩინა. მადლობის ამბავში კლუბმა ლინეკერი საპატიო ვიცე-პრეზიდენტად აირჩია.
https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=i9pJODpxx3w