LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიტყვა „stan“ ემინემის სიმღერიდან ოქსფორდის ლექსიკონში შეიტანეს

48

სიტყვა „stan“ ემინემის ამავე სახელწოდების სიმღერიდან ოქსფორდის ლექსიკონში შეიტანეს და განმარტების თანახმად ის „ცნობილი ადამიანის აქტიურ თაყვანისმცემელს“ ნიშნავს, რომლის გამოყენებაც ზმნადაც შეგიძლიათ.

მიუხედავად ასეთი განმარტებისა, ემინემის სიმღერაში მას გაცილებით ნეგატიური განმარტება აქვს.

„Stan“ – ემინემის შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერაა და ის 2000 წელს გამოვიდა. ცოტა ხნის წინ, რეპერმა აღიარა, რომ სიმღერის მესამე სტროფი სრულიად განსხვავებული უნდა ყოფილიყო, რომ არა იმ დღეს დაბოლილი ხმის რეჟისორისა.

მიუხედავად ამისა, სიმღერა ჰიტი გახდა, ამასთან მან ინგლისური ენის განვითარებაშიც გარკვეული წვლილი შეიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები