LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიტყვიერი დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს წევრებსა და ვიცე-მერს შორის – ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მერიიდან 60 მილიონი ლარი გაიფლანგა

66
ბათუმის საკრებულოს წევრები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს წევრებსა და ბათუმის ვიცე-მერ ლევან დავითაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციის წევრები მერიის მაღალჩინოსნებს, ბათუმის მერიასთან დახვდნენ.

როგორც ოპოზიციის წევრები აცხადებენ, მათი შეკითხვები შემოერთებულ ტერიტორიაზე წყლისა და კანალიზაციის რეაბილიტაციას უკავშირდება. ამბობენ, რომ აღნიშნული პროექტისთვის გამოყოფილი 60 მილიონი ლარი გაიფლანგა. ამასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმის მერიაში დაცვის თანამშრომლების მობილიზებას აპროტესტებენ.

მმართველი გუნდის წევრებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პროვოკაციაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, ოპოზიცია მერიის თანამშრომლებს მუშაობაში აფერხებენ.

 

ფოტო: IPN

პოპულალურები