LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიურპრიზი! – რობი უილიამსმა ახალი ალბომი დაგეგმილზე ადრე გამოუშვა

156
photo-collage.png

რობი უილიამსმა მსმენელს სიურპრიზი მოუწყო. არტისტმა ახალი დისკი დაგეგმილზე სამი კვირით ადრე გამოუშვა.

მომღერლის მე-13 სტუდიური ალბომის – Britpop რელიზი 6 თებერვალს იყო ჩანიშნული, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, 16 იანვარს ,,დაიდროფა”.

ლონგფლეის სტანდარტული გამოცემა 11, ხოლო დელუქს ვერსია დამატებით 6 სიმღერას აერთიანებს. დელუქს ედიშენი გაყიდვაში ფირფიტის გამოსვლის დათქმულ დროს ჩაეშვება.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად რობი უილიამსის ახალი დისკი გასული წლის 10 ოქტომბერს უნდა გამოსულიყო, თუმცა თარიღის ცვლილების მიზეზი ტეილორ სვიფტის მეთორმეტე სტუდიური ალბომი – The Life of a Showgirl გახდა, რომელიც 3 ოქტომბერს გამოვიდა. სპეკულაციის თანახმად, სვიფტის მუსიკალური პროექტი უილიამსის ფირფიტის წარმატების შანსებს შეამცირებდა.

რობი უილიამსის ახალი ალბომის გამოსვლის თარიღი ტეილორ სვიფტის გამო გადაიდო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები