LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიყვარული მთელი ცხოვრება რომ გაგრძელდეს…

76

აირის რუთ პასტორი – ტელეწამყვანი და მწერალია, რომელიც უკვე 50 წელია ქორწინებაში იმყოფება. თავის ბლოგზე ის წერს, რომ იყო მის ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც ერთმანეთი თითქმის სძულდათ და დაშორებამდე ბევრი არ აკლდათ, მაგრამ დროთა განმავლობაში გაიგეს, რომ ნეგატიური ემოციების გაკონტროლება შესაძლებელია თუ ამას მოინდომებ.

მოგვიანებით, აირისმა გამოაქვეყნა საკუთარი გამოცდილება და რამდენიმე რჩევა, რაც მას ქორწინების შენარჩუნებაში დაეხმარა:

  • ყოველთვის შეაქეთ მისი პროგრესი;
  • გიხაროდეთ, რომ თქვენი მეორე ნახევარია ის ადამიანი, რომელმაც ისეთად მიგიღოთ, როგორიც ხართ;
    couple love romantic sad alone miss u kiss girls wallpapers (1)
  • არ მისცეთ საშუალება სახლის საქმეებს, მოსაწყენ და მოჩხუბარ ადამიანად გაქციოთ. ხანდახან აუცილებელია პრანჭია და მსუბუქიც იყოთ. საქმე მოიცდის!
  • აუცილებელი არ არის, ყველაფერი, რასაც ფიქრობთ, თქვათ;
    couple-goals-love-couples-Favim.com-4280853
  • იყავით უფრო კეთილი და ხშირად გადაუხადეთ მადლობა;
  • არაფერია საგანგაშო იმაში თუ ხანდახან იჩხუბებთ ან იტირებთ, მაგრამ ნუ აქცევთ მას საკუთარ ფსიქოთერაპევტად;
  • ნუ იტყვით ფრაზას „მზად ვარ ნებისმიერი სიმართლისთვის“ თუ სინამდვილეში მზად არ ხართ;
    Love-Couples-In-Love-Bokeh-Photography-Full-HD-Pics-694x417
  • იყიდეთ ჩარჩო და ჩამოკიდეთ თქვენი ერთობლივი ფოტოები კედელზე ან დადეთ სამუშაო მაგიდაზე;
  • როდესაც სოციალურ ქსელში სხვის ფოტოებს ათვალიერებთ, ფიქრობთ, რომ ყველას ყველაფერი კარგად აქვს, თქვენს გარდა. ნუ მოიტყუებთ თავს ასეთი ფიქრებით;
  • თუ მას წონის დაკლება სურს, გადამალეთ ფუნთუშები და ჩიფსები და ხილი და ბოსტნეული „გამოაჩინეთ“;
  • ხშირად გაიხსენეთ, რატომ შეგიყვარდათ;
    Couples-love-18751318-500-375
  • რთულ სიტუაციებში გამოიყენეთ იუმორი, დაძაბულობას ის ძალიან შველის;
  • არ ჰკითხოთ, მოიმატეთ თუ არა, თუ გეშინიათ, რომ დადებით პასუხს გაგცემთ;
  • იპოვეთ სერიალი, რომელიც ორივეს დაგაინტერესებთ და ერთად უყურეთ;
  • ერთად იცეკვეთ ნელი ცეკვა… სახლში, მისაღებ ოთახში …
    85465563
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები