LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიყვარულის 10 წელი – პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ქორწინების იუბილეზე რომანტიკულ ფოტოებს აქვეყნებენ

307
midltonnews3429

ზუსტად 10 წლის წინ პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა ჯვარი დაიწერეს. ამ დღესთან დაკავშირებით კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე მეუღლეების ახალი ფოტოები გავრცელდა. ფოტოები კენსინგტონის სასახლის ტერიტორიაზეა გადაღებული და მათი ავტორი ბრიტანელი ფოტოგრაფი კრის ფლოიდია. ეს უკანასკნელი ცნობილი მოდური ჟურნალების მთავარი ფოტოგრაფია.

რომანტიკული ფოტოები ძალიან იშვიათია სამეფო ოჯახის საოჯახო არქივიდან, თუმცა 10 წლის იუბილე გამონაკლისია. ახალ ფოტოებზე ქეით მიდლტონი ,,გოუსთის” 132 დოლარად შეფასებულ ცისფერ კაბაშია გამოწყობილი. სწორედ ამ კაბით ვიხილეთ ის 2019 წელს პაკისტანში ვიზიტის დროს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები