LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, ტაივანში შუქნიშნებზე წყვილები გამოჩნდნენ

119

მწვანე კაცუნა მარტო აღარ არის – ტაივანის შუქნიშნებზე წყვილები გამოჩნდნენ. გამოცემა „Taiwan News”-ის ინფორმაციით, კუნძული ვალენტინობის დღისთვის განსაკუთრებულად მოემზადა.

სიყვარულის დღის აღსანიშნავად ტაივანის სამხრეთში 40 ახალი, სრულიად განსხვავებული დიზაინის შუქნიშანი გაიხსნა. შუქნიშნებზე მწვანე კაცუნა, საყვარელ ადამიანთან ხელჩაკიდებული გზაზე გადადის, წითელი კაცუნა კი უფრო შორს წავიდა და შეყვარებულისთვის ხელის თხოვნაც მოასწრო. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მსგავსი შუქნიშნები წლის ბოლომდე კუნძულის სხვა რაიონებშიც გამოჩნდება.

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, სიახლე ტაივანის პოპულარობას გაზრდის, ახალგაზრდები კი სატრანსპორტო უსაფრთხოებას უფრო ყურადღებით მოეკიდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g