LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლითონის საფეხმავლო ხიდები, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა, მერიამ შესაძლოა ისევ დააბრუნოს

157
57442624-2679733928709857-6383106543352545280-o

თბილისის მერიის მიერ აღებული ლითონის საფეხმავლო ხიდები საჭიროების შემთხვევაში თბილისის ზოგიერთ ქუჩებზე შესაძლოა, თავიდან ააწყონ. მერიის ცნობით, ის ხიდები, რომლის დემონტაჟიც განახორციელეს მუნიციპალიტეტის საწყობში ინახება. მათივე ინფორმაციით, წელს, 19 ხიდის აღებაა დაგეგმილი, საიდანაც 9 უკვე აღებულია.

საფრთხეში ჩაგდებული სიცოცხლე: ხიდების ნაცვლად ზებრები და შუქნიშნები

ასევე დედაქალაქში, წელს, საფეხმავლო ხიდებთან ქვეითთა 14 შუქნიშანი დამონტაჟდა, მათგან 12 უკვე მოქმედია, ხოლო რობაქიძის ქუჩაზე მდებარე 2 შუქნიშანი, უახლოეს ხანებში ამოქმედდება. უწყების ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ქვეითთა შუქნიშნები კიდევ რამდენიმე ადგილას მოეწყობა.

მოგვიწევს საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი - კახა კალაძე

საკმაოდ მოუხერხებელია საფეხმავლო ხიდებზე ასვლა, ჩამოსვლა, შშმ პირებისთვის არ არის ადაპტირებული და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

ლითონის ხიდების დემონტაჟს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მიმდინარე წლის აპრილის თვიდან ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 307 805 ლარი დაიხარჯება.

 

თბილისში ოცნების ლიფტიანი ხიდები მოეწყობა [ფოტოები]

პოპულალურები